ვენესუელაში, ნანგრევებიდან ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს - ერთ-ერთი მოზარდი გარდაცვლილი დედის და დის გვერდით იყო მოყოლილი: დეტალები

ვენესუელაში, ნანგრევებიდან ორი 11 წლის ბიჭი ამოიყვანეს - ერთ-ერთი მოზარდი გარდაცვლილი დედის და დის გვერდით იყო მოყოლილი: დეტალები

ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ორი 11 წლის ბიჭუნა გამოიყვანეს.

ვიდეოკადრებში, რომელიც ადგილიდან გავრცელდა, მაშველების ტაშის ფონზე პირველი ბიჭი, სახელად მოიზესი ამოჰყავთ. კოლუმბიის კატასტროფების რისკების მართვის ეროვნულმა სამსახურმა (UNGRD) განაცხადა, რომ მოიზესი დაახლოებით 3 მეტრის სისქის ნანგრევების ქვეშ იყო დამარხული და სამაშველო ჯგუფს ექვსი საათი დასჭირდა "მაღალი სიზუსტის სამუშაოების" ჩასატარებლად, რათა ბიჭუნამდე მიეღწიათ.

  • მათი თქმით, ბიჭი გარდაცვლილი დედის და დის გვერდით იყო მოყოლილი.

<iframe width="756" height="425" src="https://www.youtube.com/embed/kn1WuoHxNQI" title="Earthquake in Venezuela, 11-year-old found alive after three days" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

რამდენიმე საათის შემდეგ, დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა გამოაცხადა, რომ მაშველებმა კიდევ ერთი 11 წლის ბიჭი გადაარჩინეს და X-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ნანგრევების ფონზე საკაცით გადაჰყავთ.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="es" dir="ltr">Despues de horas de trabajo en equipo Belkys Barreto fue rescatada con vida, ¡cuando la esperanza está en el corazón nada lo detiene! <a href="https://t.co/VGDxNQM86G">pic.twitter.com/VGDxNQM86G</a></p>&mdash; Delcy Rodríguez (@delcyrodriguezv) <a href="https://x.com/delcyrodriguezv/status/2071251716238966906?ref_src=twsrc%5Etfw">June 28, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
  • ოთხშაბათს მომხდარი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სულ მცირე 1430 ადამიანი დაიღუპა. ამას გარდა ათიათასობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

პირველი მიწისძვრიდან 85 საათზე მეტი გავიდა, თუმცა მაშველები იმედს არ კარგავენ და აცხადებენ, რომ ადამიანები შესაძლოა ცოცხლები იყვნენ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ნანგრევების ქვეშ საკვები და წყალი აქვთ.

ორმა მიწისძვრამ, რომელიც 39 წამში მოხდა, ასობით შენობის ნგრევა გამოიწვია და ბევრი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება. სასოწარკვეთილი ოჯახები ნანგრევებს ხელით თხრიან და ასე ცდილობენ საყვარელი ადამიანების პოვნას. ზოგიერთმა მათგანმა BBC-ს განუცხადა, რომ ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ხმა ესმით, მაგრამ ბეტონის მძიმე ფილების გადაადგილება არ შეუძლიათ და მოუთმენლად ელოდებიან მძიმე ტექნიკის მოსვლას.

ბოლო დღეებში, სამძებრო სამუშაოების გასაძლიერებლად მექსიკიდან, ესპანეთიდან, კატარიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ ვენესუელაში. მაშველების ძალისხმევას აფერხებს მიწისძვრის შემდგომი ბიძგები, რაც თავის მხრივ მაცხოვრებლებს აშინებს. ამის გამო, ათასობით ადამიანი მანქანებსა და კარვებში ამჯობინებს დარჩენას, იმ შენობებისგან მოშორებით, რომლებიც შესაძლოა ჩამოინგრას.

წყარო: bbc.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: