ანტარქტიდაში ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნევლად შენახული ნამარხი მეცნიერებმა ხელახლა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის კონტინენტზე აღმოჩენილი პირველი დინოზავრის ძვალია.
ნიმუში 1985 წელს ჯეიმს როსის კუნძულზე ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის (BAS) ექსპედიციამ იპოვა, თუმცა მაშინ მისი მნიშვნელობა ვერ დაადგინეს და ის კემბრიჯში, გეოლოგიურ კოლექციაში, ათწლეულების განმავლობაში უჯრაში ინახებოდა.

ახლახან BAS-ის კოლექციების მენეჯერმა, დოქტორ მარკ ევანსმა, ათასობით ნიმუშის გადამოწმებისას ძვალი ხელახლა აღმოაჩინა და სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ დადასტურდა, რომ ის ტიტანოზავრის - ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინოზავრების ჯგუფის წარმომადგენლის კუდის მალაა.
პალეონტოლოგების შეფასებით, ნამარხი უნიკალური ფორმით გამოირჩევა და სწორედ ტიტანოზავრებისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას შეიცავს.

სპეციალისტების განმარტებით, იმ პერიოდში ანტარქტიდა სრულიად განსხვავდებოდა დღევანდელი გაყინული კონტინენტისგან - ის ტყეებით იყო დაფარული და მდიდარ ეკოსისტემას წარმოადგენდა, სადაც მცენარეჭამია დინოზავრები თავისუფლად ცხოვრობდნენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ანტარქტიდაში დინოზავრების ნამარხები ძალიან იშვიათია.
იხილეთ ასევე: