ავტორი:

"საქართველოში გრილმა ჰაერის მასებმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადმოინაცვლა... ამიტომ შენარჩუნდა სტაბილურად ეს ვითარება" - როგორი ზაფხული გველის წინ

"საქართველოში გრილმა ჰაერის მასებმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადმოინაცვლა... ამიტომ შენარჩუნდა სტაბილურად ეს ვითარება" - როგორი ზაფხული გველის წინ

ბოლო პერიოდში საქართველოში არასტაბილურმა ამინდმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რამდენად არის მზად საქართველო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისთვის? - ამ და სხვა კითხვებით გარემოს დაცვის ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ.

- ბოლო დროს საქართველოში არასტაბილური ამინდია - ძლიერი წვიმა, სეტყვა, უეცარი სიცხე, ქარი. რამდენად ნორმალურია ასეთი კლიმატური ცვალებადობა?

- რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის. სამწუხაროდ, ის ნელ-ნელა ნორმად იქცევა, რადგან კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ექსტრემალური ამინდის მოვლენები უფრო გახშირდება და გაძლიერდება.

დღევანდელი ვითარება ძალიან ჰგავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ეფექტებს. თუმცა, ალბათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც არა ვართ, რადგან ევროპაში გაცილებით გაუსაძლისი სიცხეა. ჩვენ შეიძლება თბილად ჩავიცვათ ან სეტყვას მოვერიდოთ, მაგრამ როდესაც მაღალი ტემპერატურაა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევა. წელს ამ მხრივ გაგვიმართლა, თუმცა ზაფხული ჯერ წინ არის. მე ამ პროცესებს უფრო მაღალ ატმოსფერულ ფენებში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ჰაერის ნაკადების ცვლილებას დავუკავშირებდი.

ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავი დასავლეთისკენ ფრენას უფრო დიდ დროს ანდომებს, ვიდრე აღმოსავლეთისკენ, როდესაც ევროპიდან შინ ვბრუნდებით. კლიმატის ცვლილების გამო შესაძლოა ეს ჰაერის ნაკადებიც ნელდებოდეს. ევროპაში სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასები ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება - ესპანეთიდან და საფრანგეთიდან ბრიტანეთამდეც აღწევს. საქართველოში, პირიქით, ჩრდილოეთიდან, გრილმა ჰაერის მასებმა სამხრეთისკენ გადმოინაცვლა. სწორედ ამიტომ შენარჩუნდა სტაბილურად ეს ვითარება რამდენიმე თვის განმავლობაში.

- მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ზამთარი აღარ ჰგავს ზამთარს, გაზაფხული გაზაფხულს.

- ამინდის პარამეტრები უფრო ექსტრემალური და ხშირი გახდა, ამიტომაც გაგვიგრძელდა გრილი ამინდი. თუმცა, როგორც კი შეიცვლება, მაშინვე გადავინაცვლებთ არასასიამოვნო სიცხეში. ჯერ მხოლოდ ივნისია. ეს, განსაკუთრებით, გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონების შევიწროება, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი თვალსაჩინო ეფექტია. ამაზე მეცნიერები გვაფრთხილებდნენ, თუ ატმოსფეროში სათბურის აირების, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვის, გამოყოფა ასეთი ტემპით გაგრძელდებოდა, შედეგიც სწორედ ასეთი იქნებოდა. მაშინ, ამის დაჯერება საკმაოდ რთული იყო. დაფიქრდით, რამდენი ხანია თბილისში თოვლი აღარ გინახავთ. სიცხეები სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. აქ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობასთან გვაქვს საქმე - იცვლება ტემპერატურა, ტენიანობა და სწორედ ამ კომბინაციის ზემოქმედებას განიცდის ადამიანი. მაგალითად, ბათუმში იგივე ტემპერატურა უფრო მძიმედ აღიქმება, ვიდრე თბილისში. ეს პარამეტრები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ჩვენი ორგანიზმი ასეთ ცვლილებებს შეჩვეული არ არის. ზამთარშიც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა განსაკუთრებული ყინვა არ იყოს, სიცივე მაინც უსიამოვნოდ აღიქმება, რადგან ის ჩვენი კანისა და ორგანიზმისთვის არაბუნებრივია...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: