"ივლისის მეორე ნახევრიდან მკვეთრად აიწევს ტემპერატურა" - ამის შესახებ რადიო "პალიტრას" გადაცემაში "თქვენი დრო“ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა" დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ ისაუბრა.
"ძირითადი სცენარებით, რაც შეიძლება განვითარდეს საქართველოში, ივლისის მეორე ნახევრიდან მკვეთრად აიწევს ტემპერატურა. ტემპერატურა იქნება მაღალი, ისეთი, როგორიც შარშანაც იყო აგვისტოში საკმაოდ ხანგრძლივად. ექსტრემალური ტემპერატურები საქართველოში ყოფილა, 45 გრადუსიც ყოფილა და 50 გრადუსზეც კი ავიდა ცოტა ხნით დასავლეთ საქართველოში. პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ ექსტრემალური ტემპერატურების ხანგრძლივობა იზრდება. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები“, - აცხადებს ჩხობაძე.
როგორც მანვე აღნიშნა, მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი გვალვა, ხოლო დასავლეთ საქართველოში წვიმები...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: