66 წლის ასაკში ცნობილი ბიზნესმენი, კულინარიისა და ღვინის ექსპერტი კახა გველესიანი გარდაიცვალა.
მის სახელს უკავშირდება ისეთი მსხვილი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა სასტუმროები "თბილისი მარიოტი“, "ქორთიარდ მარიოტი“, "მოქსი“ და მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექტი.
კახა გველესიანი სხვადასხვა დროს იყო საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას“ ერთ-ერთი დირექტორი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
"არიან ადამიანები, რომელთა წასვლით დატოვებულ სიცარიელეს, ვერაფერი ავსებს.
მე ასეთი ადამიანი დავკარგე.კახა გველესიანი.
განათლებული, ცნობისმოყვარე, ხარისხზე ორიენტირებული, შეუპოვარი... ესთეტი, რომელიც ყველა დეტალში ეძებდა სრულყოფილებას.
რთული იყო გეპოვა მასზე საინტერესო თანამოსაუბრე, თანამოაზრე, თუ თანამოპაექრე.თუმცა, ერთია, რა იყო კახა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის და მეორეა, რა იყო კახა ამ ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის.კახამ, საბჭოთა საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე, პარტნიორებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი, ყოველწლიური საერთაშორისო საგამოფენო პროექტებით და ულამაზესი პარკით.კახას მონაწილეობით, ქვეყანაში შემოვიდა "მერიოტი", აშენდა ამ ბრენდის რამდენიმე სასტუმრო, აღდგა რესტორანი ფუნიკულიორი…ბიზნესმენობა, არის შემოქმედებითი საქმიანობა, ამ პროფესიის საუკეთესო გაგებით.ბიზნესმენი, არის რაღაც ღირებულის შემქმნელი, პროგრესის გამომწვევი და ამ პროგრესის შედეგების სხვებისთვის გამზიარებელი.ასეთი ბიზნესმენი ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში.კახა ასეთი ბიზნესმენი იყო", - წერს სოციალურ ქსელში საგამოფენო ცენტრ |ექსპო ჯორჯიას“ (ExpoGeorgia) დირექტორი რესან ქიქავა.
ბიზნესმენს იხსენებს მისი მეგობარი მიხეილ ალხანიშვილიც:.
"კახა გველესიანი ჩემთვის არა მხოლოდ გონიერი და კეთილშობილი საქმიანი ადამიანი იყო, არა მხოლოდ "მერიოტების" და სხვა მრავალი კარგი პროექტის განმახორციელებელი გუნდის წევრი, არა მხოლოდ გამოფენის (Expo Georgia), ქართული ბიზნესის გულის გადამრჩენელი და ახალი სიცოცხლის მიმცემი...
ჩემთვის ის სიმბოლოა საღად მოაზროვნე პატრიოტი ქართველისა, რომელიც შეეცადა თბილისის ძმათა მკვლელი ომი შეეჩერებინა, მაგრამ მოლაპარაკებაზე შესულმა, უიარაღომ მუხანათური სასიკვდილო ტყვია მიიღო! საბედნიეროდ გადაურჩა და კიდევ 35 წელი იცოცხლა. იცოცხლა არა მხოლოდ ბიზნესის საკეთებლად, არამედ იმისთვის რომ პატრიოტული ემოციებით და საშოვრით გართულ (ეს სიტყვა ასევე დაკარგულს ნიშნავს) სოციუმს ეყურებინა ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული, გონიერებისა და კეთილშობილების სიმბოლოსათვის, რათა შეგვეხსნებოდა ჩვენი უგუნურება და სიავე, რომ როგორმე იქნებ დავფიქრებულიყავით, გამოვფხიზლებულიყავით, შეცდომები გვეღიარებინა და გონივრული, კეთილი, ქრისტიანული, ცივილური გამოსავლები და გზები გვეპოვა ცხოვრების და პოლიტიკური ცხოვრების...
P. S. კიდევ ბევრის დაწერა მინდა, ძალიან ბევრია, საწერიც, სალაპარაკოც და რაც მთავარია საფიქრალიც".
იხილეთ ასევე: