კომპანია Opel-ის ახალ მცირელიტრიან მოდელს ცნობილი იემენური ჯიშის ყავის, Mokka-ს სახელი ექნება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L’Automobile იუწყება.
სიახლე აიწყობა ჰეჩბეკ Corsa-ს დამოკლებულ პლატფორმაზე და წარმოდგენილი იქნება ახალი ეკონომიური და ეკოლოგიური ძრავების გამით, დაწყებული 1,0 ლიტრიანი ბენზინის აგრეგატით, რომელიც 100 კმ-ზე მხოლოდ 3,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს. პერსპექტივაში ამ მოდელისათვის გათვალისწინებულია ასევე ელექტროძრავი. ასეთი ავტომობილი კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელებს, როგორებიც არის Smart ForTwo და Renault Zoe.
წინასწარი ვარაუდით, სიახლე ბაზარზე 2013 წელს უნდა გამოჩენილიყო, თუმცა L’Automobile-ის ინფორმაციით, Mokka-ს სერიული წარმოება გერმანულ ქარხანა აიზენახეში, დაგეგმილზე ერთი წლით ადრე დაიწყება.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"