ავტორი:

მეცნიერებმა გიგანტური ზღვის მტაცებლის ახალი სახეობა აღმოაჩინეს - რა ვიცით “ტილოზავრ რექსიზე“, რომელიც “ტირანოზავრზე“ დიდიც კი იყო

მეცნიერებმა გიგანტური ზღვის მტაცებლის ახალი სახეობა აღმოაჩინეს - რა ვიცით “ტილოზავრ რექსიზე“, რომელიც “ტირანოზავრზე“  დიდიც კი იყო

გიგანტური ზღვის ქვეწარმავალი, რომელიც 80 მილიონი წლის წინ ოკეანეებს განაგებდა, ახალ სახეობად იქნა იდენტიფიცირებული და მას სახელი “რექსი“ (Rex) მიენიჭა. დინოზავრების ეპოქაში, როდესაც ხმელეთზე უმაღლესი მტაცებელი Tyrannosaurus rex (ტირანოზავრი რექსი) იყო, ოკეანეს თავისი საკუთარი “მეფე“ Tylosaurus rex (ტილოზავრი რექსი) ჰყავდა.

ტეხასსა და კანზასში აღმოჩენილი ნამარხების ხელახალი ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს ნაშთები აქამდე ცნობილ სახეობებზე დიდ ცხოველს ეკუთვნოდა. მას კბილების კიდეებზე მიკროსკოპული ხერხისებრი დაკბილვა გააჩნდა, ხოლო ყბისა და კისრის კუნთები ბევრად უფრო განვითარებული ჰქონდა.

  • მკვლევრებმა ის ცალკეულ, ახალ სახეობად დააჯგუფეს და Tylosaurus rex, უწოდეს რაც “მეფე ტილოზავრს“ ნიშნავს.

ის დაახლოებით 80 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და სავარაუდოდ, ზღვის უმაღლესი მტაცებელი იყო. ის მოზაზავრების ოჯახს მიეკუთვნებოდა, ანუ ზღვის ქვეწარმავლებს, რომლებიც ხვლიკებისგან განვითარდნენ. “ტილოზავრი რექსი“- ის სხეული წყლის გასაკვეთად იყო ადაპტირებული: ოთხივე კიდური ფარფლებად ჰქონდა ქცეული. წაგრძელებული ყბები დიდი კბილებით იყო სავსე და ძლიერი კუდის მეშვეობით გადაადგილდებოდა. თანამედროვე ცხოველებიდან მისი ახლო ნათესავები ვარანები, მათ შორის კომოდოს ვარანი შეიძლება მივიჩნიოთ.

მკვლევართა ვარაუდით, ტილოზავრი რექსი დიდ თევზებსა და სხვა ზღვის ქვეწარმავლებზე ნადირობდა. დაკბილული კბილები და მძლავრი ყბა-კისრის კუნთები მას დიდ მსხვერპლზე თავდასხმასა და ხორცის გლეჯაში ეხმარებოდა. იმ მტაცებლებისგან განსხვავებით, რომლებიც მსხვერპლს მთლიანად ყლაპავენ, რექსს დიდი ზომის ნადავლის კბენა და მისი დანაწევრება შეეძლო.

მკვლევრების მტკიცებით, ქვეწარმავლის ყველაზე დიდი წარმომადგენლის სიგრძე 13.2 მეტრს აღწევდა. მხოლოდ მისი თავის ქალა 1.7 მეტრი იყო, რაც ზრდასრული ადამიანის საშუალო სიმაღლეს უტოლდება.

წყარო

იხილეთ ასევე: