ავტორი:

ინტერნეტის ვარსკვლავი “მოწრიპინე“ ბაყაყი გადაშენების პირასაა: რატომ ემუქრება საფრთხე მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ამფიბიას?

ინტერნეტის ვარსკვლავი “მოწრიპინე“ ბაყაყი გადაშენების პირასაა: რატომ ემუქრება საფრთხე მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ამფიბიას?

ეს პატარა არსება სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია. მისი საფირმო “წრიპინი“, რომელიც სინამდვილეში თავდაცვის მექანიზმია, მილიონობით ადამიანმა შეიყვარა. თუმცა, დღეს უდაბნოს წვიმის ბაყაყი (Breviceps macrops) გადაშენების მაღალი რისკის მქონე სახეობათა სიაში იმყოფება.

  • სად ცხოვრობს “ინტერნეტ-სენსაცია“?

ეს უნიკალური ბაყაყი მხოლოდ ნამიბიისა და სამხრეთ აფრიკის სანაპიროების ვიწრო ქვიშიან დიუნებში ბინადრობს. ის ქვიშაში იმალება, რათა უდაბნოს აუტანელ სიცხეს გადაურჩეს. მეცნიერების თქმით, მისი საცხოვრებელი არეალი სულ რაღაც 10 კილომეტრის სიგანისაა და სხვაგან დედამიწაზე არსად გვხვდება.

  • რეგიონში ალმასების მოპოვება და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები ბაყაყის ბუნებრივ სახლს ანადგურებს. ვარაუდობენ, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 20%-ით შემცირდება.

პარადოქსია, მაგრამ ბაყაყის პოპულარობაც მის წინააღმდეგ მუშაობს. მეცნიერები შიშობენ, რომ მისი “საყვარელი“ გარეგნობის გამო კოლექციონერების მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება, რაც უკანონო ვაჭრობას შეუწყობს ხელს.

“ბაყაყები, რომლებიც ასეთი უნიკალური გარეგნობის არიან, ხშირად საკუთარი დიდების მსხვერპლნი ხდებიან“, - აცხადებს ბენჯამინ ტაპლი, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების წარმომადგენელი.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) 175 000-ზე მეტი სახეობა შეაფასა, რომელთაგან 49 505 გადაშენების პირასაა. საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ ამფიბიები, არამედ ოკეანის ფსკერზე მცხოვრები მოლუსკები და იშვიათი მცენარეებიც.

თუმცა, იმედის სხივი მაინც არსებობს. მაგალითად, ავსტრალიური ჩანთოსანი ნამბატი, რომელიც ერთ დროს თითქმის გაქრა, კონსერვაციის წყალობით ნელ-ნელა მრავლდება. ეს აჩვენებს, რომ საკმარისი მხარდაჭერით სახეობების გადარჩენა შესაძლებელია

წყარო

იხილეთ ასევე: