ავტორი:

შორენა ბეგაშვილის საიდუმლო ქორწილის ახალი დეტალები - რა ფოტოებს აქვეყნებენ მსახიობის და და შვილი კომოს ტბიდან

შორენა ბეგაშვილის საიდუმლო ქორწილის ახალი დეტალები - რა ფოტოებს აქვეყნებენ მსახიობის და და შვილი კომოს ტბიდან

მიუხედავად იმისა, რომ შორენა ბეგაშვილისა და ბიზნესმენ მამუკა ურუშაძის იტალიური ქორწილიდან ორი დღე გავიდა, ცერემონიის დეტალები კვლავ უმკაცრესად არის გასაიდუმლოებული. ქართული ბომონდიდან კადრებს არავინ აზიარებს და მედიისთვის ისიც კი უცნობია, თუ ვინ იმყოფებოდა მოწვეულ სტუმრებს შორის.

თუმცა, ამ საიდუმლოებაში პატარა გამონაკლისი მსახიობის უახლოესმა ადამიანებმა და ოჯახის წევრებმა დაუშვეს, რომელთა ფოტოებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ევა ბარბაქაძე შეყვარებულთან ერთად

ინტერნეტში გავრცელებული იშვიათი კადრებიდან ირკვევა, რომ დედის გვერდითაა მისი ერთადერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ევა კომოს ტბაზე შეყვარებულთან ერთად იმყოფება და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს დედას გვერდიდან არ მოსცილებია.

კადრებს აქვეყნებს შორენას და, ლელა ბეგაშვილიც. ერთ-ერთ ფოტოზე ის დედასთან ერთად არის გადაღებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იტალიაში მსახიობის მხარდასაჭერად მისი ყველაზე ძვირფასი ადამიანები შეიკრიბნენ.

ცერემონიალიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია ცნობილი: 8 ივლისს, საკუთარ დაბადების დღეზე, შორენამ არჩევანი სადა, თეთრ საპატარძლო კაბაზე შეაჩერა, მისმა რჩეულმა კი კლასიკური შავი ლუქი მოირგო. მიუხედავად ოჯახის წევრების მიერ გამოქვეყნებული თბილი, ოჯახური ფოტოებისა, თავად გრანდიოზული წვეულებისა და სხვა სტუმრების ამსახველი მასალა საზოგადოებისთვის კვლავ მიუწვდომელია - წყვილი ამ უმნიშვნელოვანესი დღის პრივატულობას საგულდაგულოდ იცავს.

წაიკითხეთ ასევე: