სტიქია თელავში - უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია თელავის ხევი, რის გამო დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება.
"მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზარალი ალაზანი-კავკასიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს" - რა ვითარებაა თელავში სტიქიის შემდეგ?