ავტორი:

"გველოდება ისეთი თავსხმა წვიმებიც, რომლებმაც შესაძლოა, გაგვაკვირვონ... ზაფხული იქნება გამორჩეულად ცხელი" - რა იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს

"გველოდება ისეთი თავსხმა წვიმებიც, რომლებმაც შესაძლოა, გაგვაკვირვონ... ზაფხული იქნება გამორჩეულად ცხელი" - რა იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს

კლიმატის ცვლილება, მისგან გამოწვეული პრობლემები მსოფლიოს გამოწვევაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს შეუქცევადი პროცესია. სინოპტიკოსები ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოში ძალიან მაღალი ტემპერატურას ვარაუდობენ, შიგადაშიგ წყალდიდობებსაც. თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო სხვადასხვა უბანი დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა დიდ დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანსა და ვარკეთილში. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილას კლდისა და მიწის მასებიც ჩამოიშალა.

ილიაუნის პროფესორი, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა სუხიშვილი ამას ურბანულ წყალდიდობას უწოდებს - წვიმას დახვდა წყალგაუმტარი ზედაპირი, ასფალტი. ამიტომაც ახალი სადრენაჟე სისტემების განვითარება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მით უფრო, როდესაც ზოგიერთი უბნის განაშენიანება სწრაფად იზრდება. რა შეიძლება გამოიწვიოს ამ კლიმატურმა ცვლილებებმა, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე ლაშა სუხიშვილი გვესაუბრება:

- სინოპტიკოსები ძალიან ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოსალოდნელ საფრთხეებს?

- ზაფხული იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ანუ ცხელი, მაგრამ გამორჩეულად ცხელი. წელსაც პერიოდულად გვექნება თავსხმა წვიმები, ისეთი, რომელმაც შეიძლება გაგვაკვირვოს. დედამიწაზე ბოლო 10 წელია უკვე რეკორდები მყარდება, ყოველი შემდეგი წელი წინაზე უფრო ცხელია, მაგრამ ეს არ გამოიხატება მხოლოდ ჰაერის ტემპერატურის ზრდაში. ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ჰაერის ტემპერატურის ზრდას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს, როგორიც არის, მაგალითად, ნიადაგისა და მცენარეული საფრის გამოშრობა. ეს ნიშნავს, ერთი მხრივ გვალვას, მეორე მხრივ კი გახურებულ ჰაერში უფრო დიდი რაოდენობით წყლის ორთქლის შემცველობას.

- რამ გამოიწვია ამინდის ასეთი მკვეთრი ცვლილება?

- ეს ბუნებრივი პროცესია, რაც დედამიწა არსებობს, მილიარდობით წელია, კლიმატი სულ იცვლება - ზოგჯერ იწყება გამყინვარება, ზოგჯერ დათბობა. მაგალითად, ჩვენს კონტინენტზე მე-12 საუკუნეში დაიწყო მცირე გამყინვარება, აბსოლუტურად ბუნებრივი, ვიღაცას ქარხანა არ აუშენებია და მერქნის გაფრქვევა არ დაუწყია. ჩვეულებრივად დაიწყო და დასრულდა მე-19 საუკუნის დამდეგს. მერე დაიწყო დათბობის პერიოდი, რომელშიც ახლაც ვიმყოფებით, მაგრამ ეს პროცესი გაამძაფრა ადამიანის მოქმედებამ, ანუ სათბურის ეფექტის მქონე აირების გაფრქვევამ ატმოსფეროში. ეს გაამძაფრა ურბანულმა განაშენიანებამაც.

ჰიდროლოგიაშიც და კლიმატოლოგიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ. ქვაფენილი ზედაპირის ფაქტორი. როდესაც მოდის წვიმა, რა ზედაპირი ხვდება წვიმას დედამიწაზე? წყალგამტარი თუ წყალგაუმტარი? მაგალითად, წყალგამტარი ზედაპირია ნიადაგი, წყალგაუმტარი - ასფალტი, ბეტონი, ქვა და ასე შემდეგ. დღისით მზით გახურებული ასფალტი ღამით დაგროვებული სითბოთი ახურებს გარემოს, მაშინ, როცა ბალახის შემთხვევაში ის გრილდება...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: