ინგლისში, ნორთამბერლენდის საგრაფოში, არქეოლოგიური გათხრებისას ნამდვილი სენსაცია მოხდა. მეცნიერებმა რომაული ეპოქის, დაახლოებით 1 600 წლის წინანდელი "მფარველი სულის" ქანდაკება აღმოაჩინეს. უნიკალური ნამუშევარი ვინდოლანდას ყოფილი ციხესიმაგრის ტერიტორიაზე იპოვეს.
მან ემოციურად აღწერა ის მომენტი, როდესაც ქანდაკება მიწიდან ამოიღეს: "ეს ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს თავად ვინდოლანდამ გამოგვიწოდა ხელი და ჩუმად გვითხრა: 'მე გიწონებთ იმას, რასაც აკეთებთ'".

მეცნიერებმა ქანდაკება დაახასიათეს, როგორც “რომაული მფარველი სული“. მას ერთ ხელში სიუხვის რქა უჭირავს, რომელიც სიმდიდრეს, საკვებსა და კეთილდღეობას სიმბოლიზირებს. მეორე ხელში კი პატერა - ბრტყელი ლანგარი, რომელიც რომაულ რიტუალებში მსხვერპლშეწირვისთვის გამოიყენებოდა.
ექსპერტების ვარაუდით, ქანდაკება ადგილობრივი ხელოსნის მიერაა შექმნილი იქვე, ვინდოლანდაში ან მეზობელ ლანჩესტერის სახელოსნოში.
მსგავსი ქვის ნამუშევრები საკმაოდ იშვიათად გვხვდება და ის "ახალ წარმოდგენას" გვიქმნის იმ ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების რელიგიური რწმენის შესახებ, რომლებიც რომაული ბრიტანეთის ბოლო საუკუნეებში ამ ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ.
ქანდაკება კონსერვაციის გავლის შემდეგ ჰექსჰემის მუზეუმში გამოიფინება.
იხილეთ ასევე: