ავტორი:

"თელავში სტიქია განმეორდება აუცილებლად, რადგან ის დაშენებულია ისეთ ფენებსა და ქანებზე, რომელიც ღვარცოფს აქვს ჩამოტანილი" - სეისმოლოგი

"თელავში სტიქია განმეორდება აუცილებლად, რადგან ის დაშენებულია ისეთ ფენებსა და ქანებზე, რომელიც ღვარცოფს აქვს ჩამოტანილი" - სეისმოლოგი
  • მთავარი ფოტო: ნათია წითელაური

თელავი დაშენებულია ისეთ ფენებსა და ქანებზე, რომელიც ღვარცოფს აქვს ჩამოტანილი, ამიტომ მანდ სტიქია განმეორდება აუცილებლად,“ - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლაშა სუხიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

  • შეგახსენებთ, რომ თელავში უხვი ნალექის შედეგად, 12 ივლისს თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ქუჩების ნაწილიც დატბორა.

"თელავის ზედა უბნები დაზარალდა ნაკლებად, მაგრამ ქვედა უბნებში ზარალი საკმაოდ დიდია. ეს იმიტომ, რომ არხმა იმუშავა კარგად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზედ ამ არხზე, ასევე ჯებირებზე, დაშენებულია ნაგებობები და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის ასეთი იღბლიანები ვერ ვიქნებით. მსგავსი სტიქია კიდევ განმეორდება და ინფრასტრუქტურა ყოველთვის იდეალური ვერ იქნება. სადღაც რაღაც დაზიანდება,“ - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, განმეორებაში ციკლურ გამეორებას გულისხმობს თუ საუბარია სხვა რეგიონებზე, სადაც შესაძლებელია მსგავს მოვლენებს ჰქონდეს ადგილი, სუხიშვილმა უპასუხა, რომ თელავი დაშენებულია ისეთ ფენებსა და ქანებზე, რომელიც ღვარცოფს აქვს ჩამოტანილი...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: