ავტორი:

ტირანოზავრ რექსის ნამარხი რეკორდულ 50 მილიონ დოლარად გაიყიდა

ტირანოზავრ რექსის ნამარხი რეკორდულ 50 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნიუ-იორკში გამართულმა Sotheby’s-ის აუქციონმა ისტორიული შედეგით ჩაიარა. 67 მილიონი წლის წინ მცხოვრები ტირანოზავრ რექსის ნამარხი 50.1 მილიონ დოლარად გაიყიდა

გაყიდული ნიმუში, რომელსაც “გუსს“ უწოდებენ, ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილად შემონახულ ტირანოზავრ რექსად მიიჩნევა. მისი სიმაღლე 4 მეტრზე მეტია, ხოლო აღმოჩენილი ძვლების რაოდენობა ჩონჩხის 60%-ზე მეტს შეადგენს, რაც ასეთი ასაკის ნამარხისთვის იშვიათ შემთხვევად ითვლება.

ტირანოზავრის ნამარხი 2021 წელს, აშშ-ის სამხრეთ დაკოტას შტატში, ერთ-ერთ შორეულ რანჩოზე აღმოაჩინეს. მისი ამოღების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძვლების გათხრა სამი ზაფხულის განმავლობაში, 2021-დან 2023 წლამდე გაგრძელდა, რადგან სამუშაოებისთვის ხელსაყრელი პირობები მხოლოდ თბილ სეზონზე იყო.

თუმცა, აღმოჩენის შემდეგ კიდევ სამი წელი გახდა საჭირო, რათა სპეციალისტებს ნამარხი სრულად აღედგინათ და ლაბორატორიაში აეწყოთ.

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ტირანოზავრს თავის ქალაზე ნაკბენის კვალი და რამდენიმე მოტეხილი ნეკნი ჰქონდა, რომლებიც სიცოცხლის პერიოდში შეხორცებული იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს დაზიანებები შესაძლოა სხვა დინოზავრებთან ბრძოლას ან მძიმე გარემო პირობებს უკავშირდებოდა.

წყარო

იხილეთ ასევე: