მეცნიერებმა დედამიწის მომავლის შესახებ ახალი, საგანგაშო პროგნოზი წარადგინეს. კვლევის თანახმად, მზის ევოლუცია ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის განადგურებას გამოიწვევს. გამოცემა Wionews-ის ინფორმაციით, მზე "წითელ გიგანტად“ გარდაქმნას დაახლოებით 1,8 მილიარდ წელიწადში დაიწყებს, რაც დედამიწაზე არსებულ კლიმატურ ბალანსს საბოლოოდ დაარღვევს.
მკვლევრები სიცოცხლის გაქრობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ:
პირველი სცენარი: დედამიწაზე ნახშირორჟანგის დონე მკვეთრად შემცირდება, რის გამოც ჯერ მცენარეები და ცხოველები გაქრებიან, შემდეგ კი ოკეანეები დაშრობას დაიწყებს. კატასტროფულ პირობებს ყველაზე გამძლე ფლორის წარმომადგენლებიც კი ვერ გაუძლებენ.
მეორე სცენარი: ნახშირორჟანგის კონცენტრაცია სტაბილური დარჩება, თუმცა მზის მზარდი ტემპერატურა დედამიწას მაინც გადაწვავს. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სცენარი განვითარდება, მეცნიერები თანხმდებიან, რომ 1,8 მილიარდ წელიწადში პლანეტაზე სიცოცხლე შეუძლებელი გახდება. აღსანიშნავია, რომ ეს ვადა გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე აქამდე არსებული სამეცნიერო შეფასებები აჩვენებდა.
ექსპერტების განცხადებით, გარკვეული პროცესები, რომლებიც მომავალში "სამყაროს აღსასრულს“ გამოიწვევს, დედამიწაზე უკვე დაწყებულია. ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს შორის სახელდება:
ამასთანავე, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი - წიაღისეული საწვავის წვა და ტყეების გაჩეხა - მხოლოდ აჩქარებს იმ ბუნებრივ პროცესებს, რომლებსაც მზის ევოლუცია იწვევს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კონსპირაციული თეორია, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 12 აგვისტოს დედამიწაზე გრავიტაცია სრულად უნდა "გამორთულიყო", რასაც მილიონობით მსხვერპლი მოჰყვებოდა, სრული სიცრუეა. დეზინფორმაციის ავტორები გამოგონილ "პროექტ ღუზაზე“ (Project Anchor) მიუთითებდნენ.
NASA-მ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად უარყო და განაცხადა, რომ გრავიტაციის "გამორთვა“ ფიზიკურად შეუძლებელია, ხოლო მსგავსი პროექტის არსებობა სრული სიცრუეა. ექსპერტების განმარტებით, ეს მითი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ყალბ ამბებს ეფუძნება და მას სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.