ირაკლი ფირცხალავას მეგობარმა გოგონამ, 22 წლის ეკატერინა ლუკიანოვამ ორსულობა მოიგონა - წერს რუსული მედია და სისხლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ორსულობის ფაქტი არ დადასტურდა. ლუკიანოვამ ბიომასალა 15 ივლისს, ერთ-ერთ ავტორიტეტულ მოსკოვურ კლინიკაში ჩააბარა. შედეგად ორსულობა არ დასტურდება.
თავდაპირველად, ლუკიანოვა ამტკიცებდა, რომ ფირცხალავა ერთი თვით ადრე გაიცნო, სანამ შეიტყობდა, რომ "საინტერესო მდგომარეობაში“ იყო.

"ირაკლი 1 ივნისს, გალერეაში გამოფენის გახსნაზე გავიცანი. ურთიერთობა მაშინვე აეწყო, მალევე კი მისი კლიპის - "მატუშკა როსია“ - გადაღებებში მივიღე მონაწილეობა. დაახლოებით ერთ კვირაში ერთად გავფრინდით საზღვარგარეთ. ირაკლიმ მაშინვე აღნიშნა, რომ ჩვენ ურთიერთობაში ვიყავით, თუმცა ჯერჯერობით ამის აფიშირებას არ მოვახდენდით“, - ამბობს ქალი.
მაგრამ კატიას წინ უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა, როდესაც ნახა კადრები, სადაც ირაკლი თავისი კონცერტის დროს სხვა ქალს ეხუტება და კოცნის. ეს მოდელისთვის შოკი აღმოჩნდა და მან შეყვარებულთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო.
ლუკიანოვა ასევე ჩიოდა, რომ ორსულობა მძიმედ მიმდინარეობდა, ბავშვის მამა კი მას მხარს არ უჭერდა.
"25 ივნისიდან დამეწყო საავადმყოფოები, სასწრაფოები, გადასხმები. ეს იყო საშინელი მდგომარეობა გონების დაკარგვამდე მივდიოდი, სასწრაფო დღეში რამდენჯერმე მოდიოდა. დღეების განმავლობაში კავშირზე არ ვიყავი. შესაძლოა საავადმყოფოში ვყოფილიყავი, შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ორსულად ვარ“, - აღშფოთებას ვერ მალავდა კატია.