"დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან... დაუშვებელია, ნატა ვიბლიანის ტრაგედია ვიღაცამ კუთხური შუღლის გასაღვივებლად გამოიყენოს!" - ნატა ვიბლიანის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

"დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან... დაუშვებელია, ნატა ვიბლიანის ტრაგედია ვიღაცამ კუთხური შუღლის გასაღვივებლად გამოიყენოს!" - ნატა ვიბლიანის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

სამშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება ნატა ვიბლიანის გამოკითხვა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

  • ადვოკატის თქმითვე, ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ უმძიმეს საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. როგორც კაკაბაძე აცხადებს, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

უფლებადამცველი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, ნატა ვიბლიანის ტრაგედია ვიღაცამ კუთხური შუღლის გასაღვივებლად გამოიყენოს.

"სამშაბათს, 17:00 საათზე დაიწყება ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. ნატა დეტალურად უპასუხებს დასმულ ყველა კითხვას. აღიდგენს ყველა მნიშვნელოვან ფაქტს.

ჩემს გუნდთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რათა სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს ამ უმძიმეს საქმეზე! ყველა კითხვას პასუხი გაეცემა მტკიცებულებებით და არა ჭორებით. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან!

P.S. დაუშვებელია, ნატა ვიბლიანის ტრაგედია ვიღაცამ კუთხური შუღლის გასაღვივებლად გამოიყენოს! ვხედავ, რომ დამნაშავეების სათანადო დასჯით ყველაზე მეტად სწორედ სვანები არიან დაინტერესებულნი!

ნატას ტრაგედია არის არა მხოლოდ ერთი ადამიანის ან სოფლის, არამედ- მთელი ქვეყნის ტრაგედია. ყველას გასაგონად, კიდევ გავიმეორებ - სასტიკი დანაშაულის ჩამდენები პასუხს აგებენ მხოლოდ სამართლებრივად! ძალიან მკაცრად!" - წერს ტარიელ კაკაბაძე.

ბოლო დღეებში ნატა ვიბლიანის გარშემო ატეხილი ხმაური არ წყდება. შეგახსენებთ, რომ ქალი ბრალს რამდენიმე მამაკაცს სდებს, რომლებმაც ბავშვობაში გააუპატიურეს და ამბობს, რომ 14 წლის ასაკში იმშობიარა.