ავტორი:

ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია - აშშ-ის მსხვერპლი ირანთან დაპირისპირების შემდეგ გაიზარდა: ღამის ქრონიკა

ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია - აშშ-ის მსხვერპლი ირანთან დაპირისპირების შემდეგ გაიზარდა: ღამის ქრონიკა

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შაბათს ღამით ამერიკულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელეს, რასაც თეირანმა ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებზე იერიშით უპასუხა.

  • აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ინფორმაციით, იერიშის სამიზნეს ირანის სანაპირო მეთვალყურეობისა და საჰაერო თავდაცვის ობიექტები წარმოადგენდა. ირანული მედიის ცნობით, დარტყმები ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ კეშმზე განხორციელდა.

ირანის არმიამ განაცხადა, რომ “კამიკაძე-დრონების“ გამოყენებით მასშტაბური შეტევა მიიტანა ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე: “ალ-სალემსა“ და “კემპ უდაირიზე“.

ტრაგედია იორდანიაში და “გამაგრებული ნება“

ამერიკული მხარის განმარტებით, ეს იყო რიგით მერვე ღამე ზედიზედ, როდესაც მათ ირანულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ამჯერად ოპერაციის მთავარი მიზანი იორდანიაში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხი იყო, რომელსაც პარასკევს ორი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ერთი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა: “მათი მსხვერპლი მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ნებას“. კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ამერიკული მხარის დანაკარგი უკვე 16 სამხედრომდე გაიზარდა.

დაპირისპირების ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ივნისში მიღწეული წინასწარი შეთანხმება ჩაიშალა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 ივლისს განაცხადა, რომ ზავი დასრულებულია. ამას მოჰყვა ვაშინგტონის მიერ ირანის პორტების ბლოკადის აღდგენა, რაზეც თეირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით უპასუხა.

Centcom-ის განცხადებით, მათი დარტყმები მიზნად ისახავს ირანის შესაძლებლობების შესუსტებას, რათა მათ საფრთხე ვერ შეუქმნან კომერციულ ნაოსნობას სტრატეგიულ სრუტეში.

წყარო

იხილეთ ასევე: