"ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რა ხდებოდა სინამდვილეში" - ვრცელდება კადრები თელავიდან, რომელიც ქორწილში მომხდარ ინციდენტს ასახავს

"ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რა ხდებოდა სინამდვილეში" - ვრცელდება კადრები თელავიდან, რომელიც ქორწილში მომხდარ ინციდენტს ასახავს

სოციალურ ქსელში ვრცელდება თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები.

კადრებს ქორწილში მყოფი პირი აქვეყნებს.

"გადააზიარეთ!

ალბათ, ყველამ ნახეთ გუშინდელი გავრცელებული ვიდეო, მაგრამ რეალური სიმართლე კადრს მიღმა დარჩა.

ამ ვიდეოში კი ნათლად ჩანს, რა ხდებოდა სინამდვილეში: როგორ ყვირიან ზემოდან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ტურისტები, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას სუფრის წევრებს და ცდილობენ ქორწილის ჩაშლას. ​

სანამ ეს ბიჭი მათთან ავიდოდა, მათ აპარატურას ალკოჰოლი გადაასხეს და ქვემოთ მყოფ ხალხს აფურთხებდნენ.

პატრული უკვე გამოძახებული იყო, თუმცა სიტუაციის დასამშვიდებლად ასულ ბიჭს თავადვე დაესხნენ თავს ფიზიკურად (ყელში ეძგერნენ და მკერდში ჩაარტყეს). ბიჭის საპასუხო რეაქცია იყო მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვა აფექტის მდგომარეობაში!" - წერს თელავში, ქორწილში ინციდენტის შემსწრე პირი და ვიდეოს აქვეყნებს.

  • ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ასევე იხილეთ: