"შენ არ ხარ სახლში, შენ ჩვენს სახლში ხარ!" - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მიმართავს თელავში, ქორწილში მყოფი ერთ-ერთი სტუმარი რუსულენოვან ტურისტებს

"შენ არ ხარ სახლში, შენ ჩვენს სახლში ხარ!" - ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მიმართავს თელავში, ქორწილში მყოფი ერთ-ერთი სტუმარი რუსულენოვან ტურისტებს

თელავში, ქორწილში ინციდენტის შემსწრე პირი ლუკა ლაშხი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ მიმართავს მათი მეგობარი ლევან ლომიძე რუსულენოვან სტუმრებს, შეწყვიტონ შეურაცხყოფა.

"ვიდეოში ჩანს, რომ სიტუაცია უკვე დაძაბულია. ჩვენი მეგობარი ლევან ლომიძე მოუწოდებს სტუმრებს, შეწყვიტონ შეურაცხმყოფელი ლექსიკა, დაბრუნდნენ თავიანთ ნომრებში, რომ ისინი არ არიან საკუთარ სახლში და არც ჩვენი წვეულების წევრები არიან.

კადრში ჩანს ჩვენი ძმა და მეგობარი გიორგიც, რომელიც ცდილობდა ასევე სიტუაციის დეესკალირებას. მსგავსი სიტუაცია გრძელდებოდა მინიმუმ ნახევარი საათი" - წერს ლუკა ლაშხი და კადრებს აქვეყნებს.

  • ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ასევე იხილეთ: