თელავში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, სავარაუდოდ, დაკავებულია ერთ-ერთი მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი.
დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებს "TV პირველი" ავრცელებს.
ტელევიზიის ცნობით, თელავის რაიონულ სამმართველოში ბოლო რამდენიმე საათია სასტუმროში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მოწმეებს ჰკითხავდნენ, სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც განყოფილებაში ხელმეორედ დაიბარეს მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც განყოფილებაშივე დააკავეს.
- ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ასევე იხილეთ: