ავტორი:

დიდი სიფრთხილე და საკმაოდ უსახური თამაში - მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა

დიდი სიფრთხილე და საკმაოდ უსახური თამაში - მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და ესპანეთს შორის ნიუ-ჯერსიში, "მეტლაიფ სტადიონზე“ (New York New Jersey Stadium) მიმდინარეობს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია: 0:0.

მატჩი ორივე გუნდმა სიფრთხილით დაიწყო, ორივე გუნდის ფეხბურთელები ზედმეტ რიკზე წასვლას ერიდებოდნენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები მაყურებელს არ უნახავს.

  • 🇦🇷 არგენტინის ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: ემილიანო მარტინესი

მცველები: გონსალო მონტიელი, კრისტიან რომერო, ლისანდრო მარტინესი, ნიკოლას ტალიაფიკო

ნახევარმცველები: როდრიგო დე პოლი, ალექსის მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი, ნიკო გონსალესი

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ხულიან ალვარესი

მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

  • 🇪🇸 ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: უნაი სიმონი

მცველები: პედრო პორო, პაუ კუბარსი, აემერიკ ლაპორტი, მარკ კუკურელია

ნახევარმცველები: როდრი, ფაბიან რუისი, დანი ოლმო, ალექს ბაენათავდამსხმელები: ლამინ იამალი, მიკელ ოიარსაბალი

მთავარი მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

  • საინტერესო ფაქტები

მატჩის არბიტრი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია). პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, ფინალის შესვენებისას გაიმართა11-წუთიანი მუსიკალური შოუ.

არგენტინა ისტორიაში თავისი მეოთხე ტიტულისთვის იბრძვის, ხოლო ესპანეთი - მეორისთვის.

იხილეთ ასევე: