მომღერალი ნინი შერმადინი 2018 წელს, ერთ-ერთ ბანკში მომხდარს იხსენებს, როდესაც რუსეთის მოქალაქესთან კონფლიქტი მოუვიდა.
“2018 წელს ერთ ერთ ბანკში ვმუშაობდი მოლარედ, როდესაც რუსი მომხმარებელი შემოვიდა და რადგან ნინო მეწერა გადაწყვიტა რომ რუსულად უნდა მესაუბრა. რაღაც დონეზე მტრის ენა ვიცი, მაგრამ არა ისე რომ საბანკო ტერმინოლოგია შემძლებოდა. მოკლედ ჩემი დამტვრეული რუსულით გავაგებინე რომ რუსული არ ვიცი, გვყავდა რუსულენოვანი ბანკირი და მას შეეძლო მომსახურება ამ ქალის მშობლიურ ენაზე. ამას მოყვა შეურაცხყოფა და როდესაც ვუთხარი, რომ რუსული არ არის ჩემი მშობლიური ენა და არ მოვსწრებივარ საბჭოთა კავშირს, მომაძახა, რატომ არ ამოგვწყვიტა პუტინმა 2008 ში. მოკლედ რუსები, რომ პროვოკაციაში ნომერ პირველები არიან ამაში ნუ შემომედავებით.
პ.ს. ძაან ცუდია ქალზე ხელის აღმართვა, თუმცა ამ შემთხვევაში მგონი ბიჭი უფროა დაზარალებული და დამცირებული ვიდრე ეს მძორი რუსი აშარაშკა! მაპატიეთ, რომ ქალთა უფლებებს ვარღვევ…
პ.ს მეზარება იმის მოყოლა რაც მაშინ მე ვქენი...
ძალიან ბევრი დამცველი გამოუჩნდით ამ
რუსის აშარ მდედრს, მოდი ახლა ესე გეტყვით, არც ერთი სხვა ქვეყნის მოქალაქე არ იკადრებდა იმას, რაც ამ ძუკნამ ქნა, გადაასხა შარდი, თუ წყალი თუ განავალი არ აქვს მნიშვნელობა, შეგნებულად გამოიყვანა ხალხი მდგომარეობიდან. შემდეგ გაუღო კარი ნასვამ, გამწარებულ მამაკაცს, რომელიც საერთოდ არ ეხება ხელით სანამ ეს ძუკნა არ ეცა ყელში. თან დაქალი უღებს ამ ყველაფერს, რადგან იცოდნენ რაც მოხდებოდა რომ აეტვირთათ სოც ქსელებში, როგორ ავიწროებენ რუსებს ქართველი “მუტრუკები”! ყველა ცივილიზებული ადამიანი, როდესაც წუხდება რეკავს ან პოლიციაში, ან ადმინისტრაციაში ან მეპატრონესთან, მაგრამ ესენი ისე გააბლატავეთ, რომ თავზეც რომ გვიქნან ხმა არ უნდა ამოვიღოთ! დამიწერეთ ახლა რომ ომი მინდა!“ - წერს ნინი შერმადინი.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მოწმეთა ჩვენებების მიხედვით აღნიშნავს, რომ თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
წაიკითხეთ ასევე: