ავტორი:

ძლიერი წვიმა თბილისში - დაიტბორა ზოგიერთი ქუჩა (ვიდეო)

ძლიერი წვიმა თბილისში - დაიტბორა ზოგიერთი ქუჩა (ვიდეო)

დედაქალაქში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

გადაადგილება ავტომობილებით მოსიარულეებისთვის გართულებულია აღმაშენებლის ხეივანზე, გლდანში, ავლაბრის მიმდებარედ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია განცხადებაში.