ავტორი:

ძლიერი ინტენსივობის წვიმა, შესაძლებელია წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას აქვეყნებს

ძლიერი ინტენსივობის წვიმა, შესაძლებელია წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას აქვეყნებს

20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია განცხადებაში.