დღეს, 22 ივლისის საღამოს ვერაზე სროლა იყო, არსებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები. როგორც ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, ამ ამბავს მისი შვილი შეესწრო.
"აქციაზე ვიყავი რუსთაველზე და ყველა ქუჩა იყო გადაკეტილი... იყო სროლა და სამი ადამიანი არის დაჭრილი. ყველაზე მძიმე ჩემთვის რა იყო, შემოვედი სახლში და ბავშვი მეუბნება, რომ იყო გასული ძაღლის გასასეირნებლად და შეესწრო ამ ამბავს.
სიტყვებს ვერ ვუყრი თავს იმ ფონზე, რომ ხალხს იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის და ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტებისთვის, და რომ დღეს ვახო სანაია დაიჭირეს "ფეისბუქ" პოსტიისთვის", - ამბობს ეკა კვესიტაძე.