ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, სადაც სროლა იყო, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პოლიცია შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობს. შანიძის ქუჩაზე 4-5 სხვადასხვა მონაკვეთი სპეციალური ლენტით არის შემოსაზღვრული.
- საგამოძიებო მოქმედებები ტარდება შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზეც, სადაც გაჩერებულია "ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილი. მანქანას რამდენიმე ტყვიის კვალი ეტყობა.
ადგილობრივების განცხადებით, სროლის შედეგად სამი ადამიანია დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.