ავტორი:

როგორ ეხმაურება ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს - მომხდარის დეტალები და შსს-ს განცხადება

როგორ ეხმაურება ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს - მომხდარის დეტალები და შსს-ს განცხადება

"ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი" - ასე ეხმაურება ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ თოფურიძე იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს.

ცნობისთვის, ოქრიაშვილს თავს გუშინ დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მას სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"თავში ურტყამდნენ. მერე მოვიდა პოლიციაც და პოლიციასთან ერთად მოვისმინე, რომ გააჩერა ქუჩაში სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა. მე ამას ვუკავშირებ „ქართული ოცნების“ ტერორიზმს. ეს არის ცილისწამება, რაც გააკეთეს პროპაგანდისტულმა არხებმა და დღეს სცემეს ადამიანს. ახლა ნორმალურადაა, თავზე ტომოგრაფიას უღებენ, რომ გაარკვიონ, აქვს თუ არა დაზიანება. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ონისე არის კრიტიკული ადამიანი და არის პროტესტის აქტიური მონაწილე“, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილის მეგობარმა.

შსს-ს განცხადება:

"ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, იკითხება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით”,- ნათქვამია განცხადებაში.

უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში განხილვის საგანია ონისე ოქრიაშვილის ხუმრობა, სადაც ნოდარ დუმბაძე იყო ნახსენები.

წაიკითხეთ ასევე: