საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე ვერაზე მომხდარ საზარელ თავდასხმას ეხმაურება, რომლის დროსაც 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი დაიღუპა.

“ვუყურებ ამ ფოტოს და სისხლი მიშრება. საშინელ ჭრილობას რომელსაც წლებია ვებრძვი ახალი სიღრმე დაემატა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე. არავის ვუსურვებ შვილმკვდარი დედის ყურებას თუ როგორ ეძებს მისი თვალები შველას გამუდმებით, როგორ უნდა რომ ეს სიზმარი იყოს, როგორ არ ეგუება რეალობას და ყოველ ჯერზე როცა შვილს დახედავს და რამეს ეტყვის როგორ ჰგონია რომ ის ახლა პასუხს გასცემს.
ძალიან, ძალიან მწარე და უსამართლოა ეს ყველაფერი,“ - წერს მევლუდ მელაძე.
მომხდარის დეტალები:
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.
იხილეთ ასევე: