"ამ წამს, ბიძინას შეურაცხყოფის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს" - რა კადრებს აქვეყნებს ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე? (ვიდეო)

"ამ წამს, ბიძინას შეურაცხყოფის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი დააკავეს" - რა კადრებს აქვეყნებს ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე? (ვიდეო)

თბილისის საკრებულოსთან 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. კადრებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე აქვეყნებს.

  • დაკავებას წინ უძღოდა აქტივისტების მხრიდან შეძახილები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მისამართით. ასევე, მათ ხელში ეკავათ საპროტესტო ბანერები.

"დააკავეს ძალიან ბევრი ადამიანი, ამ წამს, ბიძინას შეურაცხყოფის გამო. აქვე, ძალიან სისულელე ფაქტი: სანამ ხალხი იკრიბებოდა, ჯერ ბანერები არ იყო, პოლიცია მივიდა ქუჩის მუსიკოსებთან და გააჩუმა, ღონისძიებას ვატარებთ და ხელს შეგვიშლითო" - წერს მარიამ ნიკურაძე.

  • ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს.