ავტორი:

“მდუმარე დაავადება“, რომელიც 500 მილიონ ადამიანს აწუხებს - როგორ ავიცილოთ თავიდან ძვლების სიმყიფე: რჩევები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

“მდუმარე დაავადება“, რომელიც 500 მილიონ ადამიანს აწუხებს - როგორ ავიცილოთ თავიდან ძვლების სიმყიფე: რჩევები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

ბავშვობიდან ყველას გვესმოდა რჩევა, რომ რძის სმა ძვლების სიმტკიცისთვის აუცილებელია. თუმცა, რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ძვლების სიმკვრივე იმაზე ადრე იწყებს კლებას, ვიდრე ჩვენ გვგონია, ამიტომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახალგაზრდობიდანვე უნდა დავიწყოთ.

მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონ ადამიანს აწუხებს ოსტეოპოროზი - მდგომარეობა, რომელიც ძვლებს ფორიანსა და მსხვრევადს ხდის. სპეციალისტები მას “მდუმარე დაავადებას“ უწოდებენ, რადგან ის ხშირად ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს, სანამ მძიმე მოტეხილობა არ მოხდება.

  • განსაკუთრებით საგანგაშოა სტატისტიკა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შესახებ: ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ასეთი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 60 წელს გადაცილებული პაციენტების 30% ტრავმიდან ერთ წელიწადში კვდება.
  • რა უნდა მივირთვათ ძვლების გასაძლიერებლად?

მხოლოდ რძე საკმარისი არ არის. ძვლების ჯანმრთელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კალციუმის, ცილის, D ვიტამინის, მაგნიუმისა და თუთიის კომბინაცია. აი, პროდუქტები, რომლებიც თქვენს რაციონში უნდა დაამატოთ:

რძის პროდუქტები: იოგურტი, ყველი და რძე კალციუმის საუკეთესო წყაროა. კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც ამ პროდუქტებს რეგულარულად მოიხმარს, მოტეხილობების რისკი 46%-ით უმცირდებათ.

სოიო და ტოფუ: მცენარეული კვების მოყვარულთათვის ტოფუ იდეალურია - 100 გრამი პროდუქტი 200 მგ კალციუმს შეიცავს. სოიოში შემავალი იზოფლავონები განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში.

ჩიას თესლი: ის მდიდარია არა მხოლოდ კალციუმით, არამედ მაგნიუმითა და ომეგა-3-ით, რაც ძვლებში ანთებით პროცესებს აფერხებს.

ჩირი (ლეღვი და გარგარი): ორი ცალი ლეღვის ჩირი დაახლოებით 100 მგ კალციუმს შეიცავს. ასევე, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დღეში 50 გრამი შავი ქლიავის ჩირის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ძვლის მასის კარგვას.

დაკონსერვებული თევზი: სარდინი და ორაგული (განსაკუთრებით ფხებით) D ვიტამინისა და კალციუმის ნამდვილი საბადოა.

  • საკმარისია თუ არა ვიტამინები?

მეცნიერები თანხმდებიან, რომ დანამატების მიღება ყოველთვის არ არის გამოსავალი. მაგალითად, D ვიტამინის გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა პირიქით, დაცემის რისკი გაზარდოს. სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა: ბალანსირებული კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

წყარო

იხილეთ ასევე: