ესპანეთის ჩრდილოაფრიკულ ანკლავ სეუტაში ნამდვილი კრიზისია. სულ რაღაც 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ტერიტორიაზე 60 000-მდე მიგრანტი შევიდა. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ქალაქის პრეზიდენტმა მომხდარს “გაუმართლებელი“ უწოდა, რადგან ახალჩამოსულთა რაოდენობა ქალაქის მთლიანი მოსახლეობის (83 600 ადამიანი) თითქმის 70%-ს შეადგენს.
ადგილობრივი მცხოვრებლები შოკში არიან.
“არავინ გამოდის გარეთ, ყველას ეშინია. ეს იმაზე აგრესიული ტალღაა, ვიდრე ოდესმე გვინახავს“, - აცხადებენ თვითმხილველები.

მიგრანტების მოზღვავება მას შემდეგ დაიწყო, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზღვაში დაკავებული მიგრანტების დაუყოვნებლივ დაბრუნება მაროკოში დაუშვებელია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მომხდარს ქვეყანაზე “შეტევა“ უწოდა და საზღვრის დასაცავად სამხედრო ძალები გაგზავნა.
სანჩესმა მომხდარში კრიმინალური ქსელები დაადანაშაულა, რომლებმაც მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ დეზინფორმაცია “ტყის ხანძარივით“ გაავრცელეს.

სეუტაში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა:
ჯორჯია მელონიმ (იტალიის პრემიერი) კადრებს “შოკისმომგვრელი“ უწოდა და განაცხადა, რომ კონტროლის გარეშე მიგრაცია ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. იტალია ესპანეთთან შენგენის ზონის შეთანხმების შეჩერებასაც კი განიხილავს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა (ევროკომისიის პრეზიდენტი): აღნიშნა, რომ ვითარება მიუღებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
გერმანიამ და ფინეთმა მხარი დაუჭირეს საზღვრების გამკაცრებას და მაროკოს მოუწოდეს, უკანონო მიგრანტები დაუყოვნებლივ დაიბრუნოს.
ამ დროისთვის, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 25 000-ზე მეტი ადამიანი მაროკოში ნებაყოფლობით უკვე დაბრუნდა.
იხილეთ ასევე: