ავტორი:

ახალი დარტყმა ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ - ალა პუგაჩოვამ პრესტიჟული ბიზნესი დაკარგა

ახალი დარტყმა ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ - ალა პუგაჩოვამ პრესტიჟული ბიზნესი დაკარგა

ალა პუგაჩოვა რუსეთთან კავშირს საბოლოოდ წყვეტს. პრიმადონა უკვე აღარ გახლავთ სავაჭრო მარკის - „ბარონესა ფონ ორბახის“ მფლობელი.

ბრენდს, რომელიც მომღერლის სახელზე ჯერ კიდევ 1996 წელს დარეგისტრირდა, მოქმედების ვადა 2 აგვისტოს ამოეწურა.

ამ სახელწოდების ისტორია შორეულ 90-იან წლებში იწყება. რუსი ვარსკვლავი მაშინ ცდილობდა, თავისი ყოფილი მეუღლის, მიკოლას ორბაკასის საგვარეულო შტოზე დაყრდნობით ბარონესას ტიტულზე უფლება დაემტკიცებინა. გავრცელებული ვერსიით, ორბაკასის წინაპრებს შორის თითქოს ლიეტუველი ბარონი ფონ ორბახი ერია. თუმცა ნათესაობის დოკუმენტურად დამტკიცება ვერ მოხერხდა, რის გამოც მომღერალმა ოფიციალური ტიტული ვერ მიიღო.

  • საბოლოოდ, სახელი „ბარონესა ფონ ორბახი“ პუგაჩოვას სავაჭრო მარკის სახით შემორჩა. ამ ბრენდის ქვეშ მას პროდუქციის ფართო ასორტიმენტის, მათ შორის: პარფიუმერიის, ალკოჰოლური სასმელებისა და ტანსაცმლის გამოშვება შეეძლო.

თითქმის 30-წლიანი ისტორიის მიუხედავად, „ბარონესა ფონ ორბახი“ სრულფასოვან კომერციულ ბრენდად ვერ იქცა. ღია წყაროებში არ მოიპოვება ცნობები ამ დასახელებით რაიმე პროდუქტის გამოშვების შესახებ. სავარაუდოდ, რეგისტრაციას მხოლოდ დამცავი ხასიათი ჰქონდა და პუგაჩოვას ამ სახელის გამოყენების უფლებას უბრალოდ უნარჩუნებდა.

მიუხედავად ამისა, პრიმადონამ სავაჭრო მარკის მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაახანგრძლივა - ბოლოს ეს 2016 წელს მოხდა. ახლა კი უფლებები გაუქმებულია. როგორც ცნობილია, ამჯერად ალა ბორისოვნას რეგისტრაციის გაგრძელებაზე განაცხადი არ შეუტანია, თუმცა პროცედურის ღირებულება ვარსკვლავისთვის სიმბოლურ თანხას, დაახლოებით 22 ათას რუბლს შეადგენდა. შედეგად, სავაჭრო მარკას ვადა გაუვიდა და მომღერალმა ექსკლუზიური უფლებები დაკარგა.

მძიმე ტრავმა და ფსიქოლოგიური კრიზისი

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ მომღერალს ახლა ისედაც არ აქვს მარტივი პერიოდი. გასულ კვირას ვარსკვლავმა აღიარა, რომ მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში სიარული საერთოდ არ შეეძლო.

„მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობის გამო ოთხი თვე ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. ეს ძალიან მძიმე იყო. შეიძლება ნახევარი წელიც კი მწოლიარე მდგომარეობაში ვყოფილიყავი. მაგრამ მერე მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. მეც ნელ-ნელა წამოვდექი. ტკივილის მიუხედავად ჯოხით სიარული დავიწყე... ახლაც ტკივილებით, მაგრამ მაინც ვმოძრაობ“, - განაცხადა პუგაჩოვამ იურმალაში, ლაიმა ვაიკულეს ფესტივალზე.

ალა ბორისოვნას შიში ჰქონდა, რომ ტრავმას გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყვებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უმოძრაოდ დარჩებოდა. ამის გამო მომღერალს პანიკური შეტევებიც კი ეწყებოდა.

„ამ ყველაფერს ძალიან მძიმედ განვიცდიდი, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. საკუთარ თავში დარწმუნებული უნდა იყო, რომ ადამიანებს მოიგერიო. ჯოხით რაღაცნაირად უფრო მშვიდად ვარ“, - დასძინა მან.

წაიკითხეთ ასევე: