ავტორი:

"ყოველდღე ახალ “სიურპრიზს” ვაწყდები... დღეს უნდა შევხვედროდი გურამის მამიდას, თუმცა უარს ამბობს... იქცევა ისე, თითქოს, არაფერი მომხდარა" - ტარიელ კაკაბაძე

"ყოველდღე ახალ “სიურპრიზს” ვაწყდები... დღეს უნდა შევხვედროდი გურამის მამიდას, თუმცა უარს ამბობს... იქცევა ისე, თითქოს, არაფერი მომხდარა" - ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, 12 წლის წინ გაუჩინარებულ გურამ დადიანიძის მამიდამ მასთან დაგეგმილ შეხვედრაზე უარი განაცხადა.

  • როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კაკაბაძე წერს, მას გაუჩინარებული დადიანიძის მამიდასთან მნიშვნელოვანი კითხვები აქვს. ამასთან, ადვოკატის, თქმით, აღნიშნულ საქმეზე ადრე თუ გვიან, სიმართლე მაინც გაირკვევა.

"მთელი საქართველო შეძრულია გურამ დადიანიძის საქმით. 17 წლის ბიჭი დაიკარგა და 12 წელია არაფერი გარკვეულა. რამდენიმე დღეა დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და ყოველდღე ახალ - ახალ “სიურპრიზს” ვაწყდები. დღეს უნდა შევხვედროდი გურამის მამიდას. მასთან მაქვს მნიშვნელოვანი კითხვები. ამ დილით განაცხადა, რომ უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე. წარმოიდგინეთ, მამიდა ამბობს უარს ადვოკატთან თანამშრომლობაზე. 17 წლის დაკარგული ბავშვის მამიდა იქცევა ისე, თითქოს, არაფერი მომხდარა. მინდა აღნიშნული ქალბატონის გასაგონად განვაცხადო, ამ საქმეზე ადრე თუ გვიან, მაინც გაირკვევა სიმართლე.

ბავშვების, გამომძიებლისა და სხვათა “გმირობის” თემას ცოტა ხანში მივუბრუნდები და საზოგადოება გაიგებს ყველაფერს. ძალიან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ხელს უშლის გურამის დაკარგვის თაობაზე სიმართლის დადგენას.

P.S. საერთოდ არ მაინტერესებს ვისი ინტერესია, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს. არასდროს არავისი შემშინებია და ეს, მგონი, უკვე უნდა იცოდეთ”, - აცხადებს კაკაბაძე.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.

წაიკითხეთ ასევე: