მეუფე გერასიმემ რამდენიმე დღის წინ დაღუპული ლანა ლატარიას "სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა." ინფორმაციას და ფოტოებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის." - წერს საპატრიარქო.

შეგახსენებთ, ზაალ ლატარიამ დაწერა, რომ ეკლესიაში მის დასვენებაზე უარი უთხრეს.
ახლობლების ინფორმაციით, ლანა ლატარია სეფსისით გარდაიცვალა. მას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ქობულეთში, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის მამა ზაალ ლატარია, რომელიც უკრაინაში ბრძოლებს, საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
წაიკითხეთ ასევე: