ავტორი:

"აღმოჩნდა, რომ მზის ზედაპირზე ეს პროცესი თითქმის ყველგან მიდის" - რას წერს აშშ-ის, მზის ეროვნული ობსერვატორიის ქართველი ასტრონომი ახალ კვლევაზე

"აღმოჩნდა, რომ მზის ზედაპირზე ეს პროცესი თითქმის ყველგან მიდის" - რას წერს აშშ-ის, მზის ეროვნული ობსერვატორიის ქართველი ასტრონომი ახალ კვლევაზე

აშშ-ის, მზის ეროვნული ობსერვატორიის ქართველი ასტრონომი, დავით ქურიძე მზის ზედაპირთან დაკავშირებით ჟურნალ Nature-ს გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელშიც წერს. აღნიშნული კვლევის ფარგლებში მზის ზედაპირის ყველაზე დეტალური კადრები გამოქვეყნდა.

დავით ქურიძე:

"მეგობრებო, გუშინ ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა ჩვენი ახალი კვლევა, რომელიც სამეცნიერო წრეებში მნიშვნელოვან აღმოჩენად შეფასდა.

გვქონდა ძალიან დიდი მედია გამოხმაურება. თითქმის ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია და ნიუსი. ქვემოთ გიზიარებთ CNN-ის სტატიას, თუ დაგაინტერესებთ. სხვებსაც გავაზიარებ.

მთავარი მიგნება არის ის, რომ მზის ზედაპირზე, პლაზმის ნაკადებისა და დამაგნიტებული არეების საზღვარზე წარმოიქმნება კელვინ-ჰელმჰოლცის არასტაბილურობა.

ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა სიჩქარით მოძრავი ორი ნაკადის საზღვარზე რეგულარული, გრიგალური სტრუქტურები გენერირდება.

ეს მოვლენა სხვა სისტემებშიც გვხვდება, მაგალითად დედამიწის ღრუბლებში და ოკეანეებში, იუპიტერის და სხვა პლანეტების ატმოსფეროებში), მაგრამ ადვილი აღსაძვრელი არ არის, იმიტომ რომ ფიზიკური ძალების ძალიან სპეციფიკური ბალანსი სჭირდება.

აღმოჩნდა, რომ მზის ზედაპირზე ეს პროცესი თითქმის ყველგან მიდის, სადაც კი პლაზმის დინება მაგნიტურ ელემენტებს ეჯახება. ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან ისეთ კომპლექსურ სისტემაში, როგორიც მზის ზედაპირია, ამ არასტაბილურობის გენერირება კიდევ უფრო რთულია", - წერს დავით ქურიძე.