ავტორი:

"დადგება დრო და თქვენი დღევანდელი "პოსტაობა" საკუთარ თავთან შეგარცხვენთ... თქვენი შეცდომა არის დანაშაულის ტოლფასი" - ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანს

"დადგება დრო და თქვენი დღევანდელი "პოსტაობა" საკუთარ თავთან შეგარცხვენთ... თქვენი შეცდომა არის დანაშაულის ტოლფასი" - ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანს

გუშინ გვიან ღამით გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმნაძის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე ხმაურიც იყო. ნია იმნაძე დაკავებისას შეუძლოდ გახდა, ის ამ დრომდე კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

მას შემდეგ, რაც იმნაძის დაკავების კადრები ადვოკატმა პირად გვერდზე გაავრცელა, ამას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ამ თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც დაწერა:

"მართლა არ მჯერა რომ ამ პოსტის თავიდან დაწერა მიწევს!ეტყობა უნდა ავხსნა. გამოძიება რომ დედამ ჩაატარა ჩემ გადაცემაში იყო.მისი ვერსიებიც.მოტივიც!ფაქტობრივად საქმე რომ მან გახსნა, მე ვიყავი ერთ-ერთი ვინც მოვისმინე პირველი პირიდან.აქ საუბარია პროკურატურის მტკიცებულებებზე. პროკურატურამ რა მტკიცებულებები მოიპოვა, ეს უნდა გასაჯაროვდეს და იმედია ამჯერად გასაგებია რასაც ვამბობ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ეკა ამბობდა ყველაფერი წაშლილია ტელეფონიდანო. (ვიპოვი გადაცემაში ამ ეპიზოდს და დავდებ)გახსნეს ტელეფონი?რა ნახეს?რა მიმოწერა იყო?პროკურატურამ ეს მტკიცებულებები უნდა დადოს".

მის პოსტს მალევე უპასუხა მოკლული მასწავლებლის დედამ:

ეკა კუპატაძე: ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ქვეყანაში ნია იმნაძეებმა, გიორგი მალანიებმა, ალექსანდრე გაბაშვილებმა, გიორგი რიკაძეებმა, დემეტრე ჩიქოვანებმა, ანი ნასყიდაშვილებმა და ანასტასია ბერუაშვილებმა იბატონონ. ჩემთვის აღარც აწმყოა და მით უფრო, არც მომავალი, მაგრამ თქვენთვის დადგება დრო და თქვენი დღევანდელი პოსტაობა, საკუთარ თავთან შეგარცხვენთ. ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.ვადასტურებ წარსულში თქვენდამი დიდ პატივისცემას.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ვწუხვარ თქვენს შეფასებას. არც მალანიაზე და განსაკუთრებით სხვა გვარებზე კითხვა არ ყოფილა. ამ ეპიზოდზე თქვენვე ამბობდით, რომ მტკიცებულებები არ იყო და ლეგიტიმური ეჭვი გქონდათ მათი გაქრობის. ყველა იურისტმა იცის, რომ დაკავებისთვის მნიშვნელოვანია ახალი გარემოება. ამ ნაწილში რომ კითხვები დაისვა, რადგან დაკავება 10 თვის შემდეგ მოხდა, რა მტკიცებულებები გაჩნდა, ტელეფონი გაიხსნა, რა ეწერა, ბევრი კითხვაა კიდევ, ეს რომ პრობლემაა მხოლოდ მიკვირს.

ეკა კუპატაძე: ვერაფერიც ვერ გაიგეთ. მე თქვენ თქვენს შეცდომაზე გეუბნებით. თქვენი შეცდომა არის დანაშაულის ტოლფასი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.

წაიკითხეთ ასევე: