უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ამბავს, რომელიც 12 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს ეხება. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
გურამი მლეთაში მეგობარი ახალგაზრდების ჯგუფს გაჰყვა. ყველა მათგანი, 13 ადამიანი, თბილისში ისე დაბრუნდა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს პასუხი, სად გაქრა მათი მეგობარი გურამი და რატომ არ დაბრუნდა მათთან ერთად.
გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა წარწერით: "მეგობრებო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება სავარაუდოდ ლომისაზე გადაღებული ვიდეო, სადაც მკვეთრად ისმის სავარაუდოდ დაკარგული გურამ (გურიკა) დადიანიძის განწირული ხმა: „წამოდი, ბიჭო“, „კახა“, „არ მიმატოვო, გეხვეწები“. ვიდეოს ავთენტურობის დასადგენად ვიდეო გადაგზავნილია ექსპერტიზაზე."
დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამ თემას ეხმაურება და ამბობს, რომ დედამ ვიდეოში შვილის ხმა ამოიცნო.
"ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები”. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე... აღნიშნული ვიდეოს დადებას ვაპირებდით ორშაბათისთვის.რადგან “გაჟონა”, ამიტომ დღეს მომიწია ამ პოსტის დაწერა." - წერს კაკაბაძე.
ადვოკატმა რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო ორგანოების მუშაობაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქმის ირგვლივ არაერთი საეჭვო გარემოებაა.მისივე თქმით, არსებობს შემთხვევა, როდესაც გამომძიებელი, რომელიც, ოჯახის ინფორმაციით, რამდენიმე წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეზე მუშაობდა, მოგვიანებით დაკარგული ბიჭის დედასთან საუბარში უარყოფდა, რომ ოდესმე ამ საქმის გამომძიებელი იყო.
ადვოკატი აცხადებს, რომ ეს გარემოებები დამატებით კითხვებს აჩენს გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით და არ გამორიცხავს, რომ ვინმეს შესაძლო მფარველობის შესახებაც არსებობდეს ეჭვები.თუმცა, იქვე ხაზს უსვამს, რომ კონკრეტული პირისთვის დანაშაულის დაბრალება მტკიცებულებების გარეშე დაუშვებელია.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალების გასაჯაროებას ჯერჯერობით არ აპირებს.
"სამწუხაროდ საგამოძიებო ორგანოს არ აქვს ჩატარებული ექფექტურად საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და მეტსაც გეტყვით, აღნიშნული ბავშვების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ჩანს და ვხედავ, არ არის გულწრფელი. ჩნდება ვარაუდი, რომ ეს ბავშები ძალიან ბევრ რამეს მალავენ და ჩვენი მიზანი არის, რომ ფარდა ავხადოთ ყველა იმ საითხს, რაც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
მინდა შეგახსენოთ, რომ 12 წლის განმავლობაში არათუ საქმის გამოძიება არ ჩატარებულა ნორმალურად, არამედ ფაქტობრივად მიმდინარეობდა საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. როდესაც 12 წლის განმავლობაში არ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, უკვე ძალიან რთულია რეალურად შეკრიბო ობიექტური მტკიცებულებები. მითუმეტეს, როდესაც არ თანამშრომლობენ ფაქტობრივად ის ადამიანები, რომელბიც იმყოფებოდნენ კონკრეტულ ადგილზე.
ხედავთ მამიდაც კი ძალიან საეჭვოდ იქცევა და ისიც კი უარს ამბობს ადვოკატთან შერხვედრაზე. წესით და რიგით, თუ ეს ადამიანი გულწრფელია და თუ მას ნამდვილად გული სტკივა, რომ მისი ძმიშვილი დაიკარგა, თვითონ უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული შემხვდეს, მისვამდეს კითხვებს.
მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე წინასწარ ამ ყველაფრის გაჭღერებას არ ვაპირებ.
მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს ვინ 12 წლის განმავლობაში მალავს სიმართლეს, რომ გამოვიდნენ, კეთილი ინებონ და სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოს. კი ნუ დაიმალებიან, არამედ ჩვენთან ითანამშრომლონ, ვინაიდან, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა, აუცილებლად დადგინდება და მათივე სამართლებრივი მდგომარეობისთვის აჯობებს რომ ნუ დამალავენ, შეცდომაში ნუ შეიყვნანენ გამოძიებას.
რაც შეეხება მამიდას, წარმოიდგინეთ, მოცემულობა, როდესაც მამიდა ბავშვის გაუჩინარებიდან დაახლოებიტ 4-5 დღეში წერს პოსტს, ფაქტობრივად გამოიგლოვა ეს ბავშვი, სხვადასხვა ინტერვიუებში ამბობს, თითქოს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა ბავშვს, მაგრამ, მე მაქვს ასევე ინფორმაცია, რომ მის მიერ გაჟღერებული სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მიმართ, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. ასე რომ ჩემი კითხვები, რომელიც მე ამ ქალბატონის მიმართ მქონდა, არის აბსოლიტურად ლეგიტიმური.
ხელს არავის ვადებ, დაუშვებელია ვინმეს რაიმე სახის დანაშაული დააბრალო უტყუარი მტკიცებულებების გარშე, მაგრამ ამ ქალბატონის ქმდებები, სხვა არერთი პირის ქმედებები, ბადებს ეჭვებს. ასევე საგამოძიებო ორგანოს უმოქმედობა, კონკრეტულად საქმეზე მომუშავე გამომძიებლების უმოქმედობა აჩენს ეჭვებს, ვინმეს ხომ არ მფარველობენ.
მე ერთ ფაქტს მოგიყვებით - გამომძიებელი, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში ჩემი ინფორმაციით მუშაობდა ამ საქმეზე, ხვდებოდა დედას, ქალბატონ სოფიოს, შეიცვალა. ამ ძველ გამომძიებელს ქალბატონი სოფიო ხვდება სრულიად შემთხვევით და უნდა რომ გარკვეული კითხვები დაუსვას, ეს პიროვნება კი ეუბნება, რომ ის არასდროს ყოფილა ამ საქმის გამომძიებელი და წარმოდგენაც კი არ აქვს ამ საქმეზე," - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
წაიკითხეთ ასევე: