ავტორი:

"საიდან იცის, მან სინამდვილეში რა ხდებოდა... აფხაზეთის ომში თუ არ ვცდები სამჯერ არის ნამყოფი, არც ერთხელ 10 დღეს არ ცდებოდა" - გია ყარყარაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე

"საიდან იცის, მან სინამდვილეში რა ხდებოდა... აფხაზეთის ომში თუ არ ვცდები სამჯერ არის ნამყოფი, არც ერთხელ 10 დღეს არ ცდებოდა" - გია ყარყარაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალ-მაიორ გია ყარყარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ბარამიძის ინტერვიუ არის სამარცხვინო სადაც აფხაზებს პატივით მოიხსენიებს და მათ ღირსებას უწონებს , ხოლო ქართველ მებრძოლებს მიზანმიმართულად აფხაზების მკვლელობაში ბრალს დებს. საიდან იცის, მან სინამდვილეში რა ხდებოდა, როცა ის მხოლოდ აფხაზეთის ომში თუ არ ვცდები სამჯერ არის ნამყოფი, არც ერთხელ 10 დღეს არ ცდებოდა. პირველად 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში დაახლოებით ერთი კვირიდან ათ დღემდე და მისი საქმიანობა ძირითადად გუდაუთის რაიონში მცხოვრები ქართველების უსაფრთხო გამოყვანასა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას უკავშირდებოდა.აფხაზეთში გატარებული ეს პერიოდი ბარამიძემ საკუთარი პოლიტიკური ცნობადობისთვის გამოიყენა. იმავე წლის 11 ნოემბრის არჩევნებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობისთვის.1993 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულის დასაწყისში ბარამიძე ოჩამჩირეში უკვე პარლამენტის წევრის სტატუსით იმყოფებოდა.

მან ყურადღება მიიპყრო და თავი დაამახსოვრა ბრონის ჟილეტითა და ჩაფხუტით, რომელსაც პრაქტიკულად არასოდეს იხსნიდა. ძირითადად ოჩამჩირის შტაბის სიახლოვეს ან ისეთ პოზიციაზე იდგა რომ უშუალოდ შეხება არასდროს ჰქონია ბრძოლებთან. 1993 წლის 25 თუ ან 26 სექტემბერს იგი ჩამოსული იყო 20 კაციან ჯგუფთან ერთად. რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიგა ბოკერია, ადვოკატი შალვა შავგულიძე, აკა ქავთარაძე და კიდევ სხვები, ამ დროს მიმდინარეობდა ქალაქში ბრძოლები, მათ დავალება მიეცათ 26-ში სოხუმის შესასვლელში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში თავდაცვითი პოზიცია გაემაგრებინათ, მოწინააღმდეგის მოახლოებისას არ დაეშვათ მათი შემდგომი შეტევის განვითარება, თუმცა სავარაუდოდ ღამის სამ საათზე შტაბის გადაწყვეტილებით იყო მოხსნილი, ვინაიდან მათი ალყაში მოხვედრის საფრთხე იყო მაღალი, რაც პირადად მე ვესაუბრე, მას არცერთ საბრძოლო მოქმედებაში მიუღია მონაწილეობა, რომელიც მოწინააღმდეგესთან უშუალოდ შეხების მდგომარეობაში, რომ ყოფილიყო და არც მის გვერდით დაღუპული მეგობრის ან ნებისმიერი მებრძოლის დაღუპვის მწარე გემო არ უგრძნია ან ბრძოლის ველიდან უშუალოდ გამოყვანის.

ეს რომ ეგრძნო ის ამ განცხადებას არასდროს გააკეთებდა და ქართველებს მკვლელობებს არასდროს დააბრალებდა. რაც შეეხება ჩვენ ტყვეები რატომ არ გვყავდა, მთელი ომის განმავლობაში თავდაცვის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, სოხუმის ფრონტზე აწარმოებდნენ შეტევით მოქმედებებს, ხოლო ოჩამჩირის ფრონტზე პარტიზანულ ბრძოლებს აწარმოებდნენ. სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა, რომ გააჩნდეს ან ბრძოლის წარმოების წესები, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა" - წერს ყარყარაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

წაიკითხეთ ასევე: