ავტორი:

"ვესაუბრე ვიდეოს ავტორს... მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, თავად იღებდა ვიდეოს... საყურადღებოა გურამ დადიანიძის ტონი" - ადვოკატი ახალი დეტალებით

"ვესაუბრე ვიდეოს ავტორს... მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, თავად იღებდა ვიდეოს... საყურადღებოა გურამ დადიანიძის ტონი" - ადვოკატი ახალი დეტალებით

უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ამბავს, რომელიც 12 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს ეხება. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

  • გურამი მლეთაში მეგობარი ახალგაზრდების ჯგუფს გაჰყვა. ყველა მათგანი, 13 ადამიანი, თბილისში ისე დაბრუნდა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს პასუხი, სად გაქრა მათი მეგობარი გურამი და რატომ არ დაბრუნდა მათთან ერთად.

გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა წარწერით: "მეგობრებო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება სავარაუდოდ ლომისაზე გადაღებული ვიდეო, სადაც მკვეთრად ისმის სავარაუდოდ დაკარგული გურამ (გურიკა) დადიანიძის განწირული ხმა: „წამოდი, ბიჭო“, „კახა“, „არ მიმატოვო, გეხვეწები“. ვიდეოს ავთენტურობის დასადგენად ვიდეო გადაგზავნილია ექსპერტიზაზე."

დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამ თემას ეხმაურება და ამბობს, რომ დედამ ვიდეოში შვილის ხმა ამოიცნო. ის ასევე ამბობს, რომ ესაუბრა ვიდეოს ავტორს:

"მე პირადად ვესაუბრე ვიდეოს ავტორს, მქონდა მასთან კომუნიკაცია, ველოდები კიდევ სხვა ვიდეოებს, წინასწარ, რა თქმა უნდა, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა, როგორც კი რაიმე ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი იქნება,ისე რომ, გამოძიების ინტერესები არ დავაზიანო, მე საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.

ვიდეოს ავტორი, მიდასტურებს, რომ ის იმყოფებოდა ადგილზე, თავად იღებდა ვიდეოს და თავადვე დადო YOU TUBE არხზე აღნიშნული ვიდეო. ის ასევე გარკვეულ დეტალებს ადასტურებს, თუმცა, ვერ იხსენებს, ბევრ დეტალს. ის მე დამპირდა, რომ თუ რაიმე ვიდეო აქვს, კონკრეტული დღის და კონკრეტული მონაკვეთის ამსახველი, ყველას დღესვე მომაწვდის.

მე შევისწავლი ყველა ამ მტკიცებულებას და რა თქმა უნდა, თუ იქ რამე ხელჩასაჭიდი და საინტერესო გამოჩნდა, ამის შესახებ საზოგადოებას საქმის კურსში ჩავაყენებ. ეს ადამიანი ამბობს, რომ გურამ დადიანიძესთან ერთად არ იმყოფებოდა, ის საერთოდ არ იცნობს მას. როდესაც მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ვარ ადვოკატი, რომელიც ჩართული ვარ გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე, მან მითხრა, რომ ამ საქმის შესახებ მისთვის ცნობილი არაფერი არ არის და პირველად ჩემგან გაიგო... ჩასატარებელია დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე დასანიშნია ექსპერტიზა, აღნიშნულ ხმასთან დაკავშირებით. ამ ვიდეოში მხოლოდ სიტყვები არ არის ყურადსაღები, საყურადღებოა ასევე ის ტონი, რითაც ის სხვა პირს დახმარების თხოვნით მიმართავს. ეს არის განწირული ხმა ადამიანისა, რომელიც გასაჭირშია, - ამბობს კაკაბაძე", - ამბობს ადვოკატი "ტვ პირველთან" საუბრისას.

წაიკითხეთ ასევე: