"გიორგი ბარამიძე ან იდიოტია ან მიზანმიმართული მავნებელი. მესამე ვერსია მე არ მაქვს" - ამის შესახებ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან.
"ბარამიძე ან იდიოტია ან მიზანმიმართული მავნებელი. მესამე ვერსია მე არ მაქვს.
სახელმწიფო პირისგან მსგავსი განცხადება, "ქოცურ" ნარატივს რომ ტენის ახლა, ხალხის რეაქციას, უსუსური ბოდვაა და ამ დროს, ზუსტად თვითონ მოიქცა წულუკიანის ბორდის წევრივით.
სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ყველაზე რბილად რომ ვთქვა!" - წერს ნანკა კალატოზიშვილი.