ავტორი:

"ნია იმნაძის ალქაჯი დედის ძმამ თავად გააყალბა მიმოწერა, ჩაამატა ერთი მესიჯი" - ეკა კუპატაძე

"ნია იმნაძის ალქაჯი დედის ძმამ თავად გააყალბა მიმოწერა, ჩაამატა ერთი მესიჯი" - ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ნია იმნაძის ბიძის მიერ გავრცელებულ პოსტს ეხმაურება და მათი მიმოწერის შესახებ განმარტებას აკეთებს:

"ნია იმნაძის ალქაჯი დედის ძმამ თავად გააყალბა მიმოწერა, ჩაამატა ერთი მესიჯი, სადაც არც კი ჩანს წუხილი და გვედავება, ჩვენ ერთხელ შევწუხდითო და ეკა ამას არ ამბობსო.

გიგა მოკლეს 1 ოქტომბერს და ამათ მესიჯობანა გაახსენდათ, პოლიცია რომ ჩხრეკაზე შევიდა, იმ ღამეს! რომელი მესიჯის (შუა მესიჯის) გაყალბებასაც მედავებიან არ აწერია გამოგზავნის დრო და აწერია "Edited"."ჩვენი პირადი მიმოწერა გამისაჯაროვა"-ო, რას წერს ეს გიჟი?!რა პირადი მაკავშირებს მე მასთან?

პირველი და მესამე მესიჯის სქრინები მე დავდე. მეორე მესიჯი არის ჩამატებული.თუნდაც ახლა არ ჩაემატებინა და გამოეგზავნა მანამდე, ის ერთი მესიჯი გადაწონის ჩემი შვილის სიცოცხლეს? მერე უკვირთ, მოსამართლეებმა მაქსიმალური სასჯელი როგორ მიუსაჯეს ჩვენს არასრულწლოვნებსო და ვიღაც ნახევრად გარეკილ, ცუნდრუკით გამხდარ ე.წ. ცნობილ სახეებს ვიდეოებს და პოსტებს ადებინებენ ჩვენზე! მომიკლეს შვილი! ყოველ წამს ცდილობენ მისი ღირსების შელახვას! დღეში ათასჯერ მკლავენ მე! და ეს ყველაფერი ხდება ნიკას თვალწინ!" - წერს ეკა კუპატაძე.

წაიკითხეთ ასევე: