ავტორი:

"საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ახლახან დაოჯახდა... თანამედროვე მიკროავტობუსი ჰყავდა, ხრამში გადავარდნენო, ამბობენ..." - გომისმთის ტრაგედიის დეტალები

"საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ახლახან დაოჯახდა... თანამედროვე მიკროავტობუსი ჰყავდა, ხრამში გადავარდნენო, ამბობენ..." - გომისმთის ტრაგედიის დეტალები

გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა უმძიმესი შედგით დასრულდა. გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა.

  • როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიკროავტობუსში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და ისინი კურორტზე ექსკურსიით იყვნენ ასულები. იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს უმძიმესი ტრაგედია მოხდა.

“ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ადამიანია დაღუპული და რამდენია დაშავებული, ავარია მოხდა გომისმთიდან მომავალ გზაზე. თითქმის ჩამოსული იყო მანქანა და რა მოხდა, არ ვიცი. შემთხვევის ადგილი ახლა გადაკეტილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამიტომ ახლოს მისვლა ვერ შევძელი. დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, თავიდან ითქვა, რომ ორი ადამიანია გარდაცვლილიო, ვერ გეტყვით ზუსტად. გომისმთიდან თითქმის ჩამოსული იყო მანქანა, შუა გზის ქვემოთ მოხდა ეს ტრაგედია. სავარაუდოდ, მიკროავტობუსით ტურისტები მიდიოდნენ. გზები ჩახერგილია ახლა და ახლოს მისვლა ვერ შევძელი ჯერჯერობით”, - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში თამაზ ბურჭულაძე.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, მიკროავტობუსით ბელორუსი ტურისტები გადაადგილდებოდნენ. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილები..განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: