ავტორი:

როგორია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირის მდგომარეობა

როგორია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირის მდგომარეობა

გვიან ღამით, გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 პირი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 6 პაციენტი პედიატრიული ასაკისაა.

ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტოლოგმა ანა კოჩაძემ განაცხადა.

“ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შემოყვანილია 11 პაციენტი, აქედან 6 პაციენტი არის პედიატრიული ასაკის, 5 კი მოზრდილი. აქედან, 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც შედარებით მძიმე პაციენტები არიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევების გაღრმავება“,- აღნიშნა ექიმმა.

  • ინფორმაციისთვის, წუხელ, გომის მთაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ცნობებით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები იმყოფებიან. შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წაიკითხეთ ასევე: