ავტორი:

მატჩის შემდეგ ხვიჩა დოპინგ ტესტზე შეიყვანეს - რას წერს მედია?

მატჩის შემდეგ ხვიჩა დოპინგ ტესტზე შეიყვანეს - რას წერს მედია?

ევროპის სუპერთასზე პსჟ-მ "ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა. პარიზელების მხრიდან ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. კვარა ლუის ენრიკმე 88-ე წუთზე შეცვალეს.

  • la Gazzetta dello Sport Georgia-ს ინფორმაციით, გასახდელში შესვლისთანავე ხვიჩა კვარაცხელია დოპინგ ტესტზე შეიყვანეს, სადაც მოცდა 2 საათზე მეტი მოუწია.

კვარას პსჟ-ს ავტობუსი ელოდებოდა, თუმცა დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ეს ავტობუსიც წავიდა და ქართველს ცალკე მანქანით მოუწია სასტუმრომდე მისვლა.

დოპინგ კონტროლიდან გამოსულს კი გასახდელებთან მას საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილი დახვდა.

კიტემ კვარას ჩემპიონობა მიულოცა, რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ კი კვარა სასტუმროსკენ წავიდა.