აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შეისწავლიან.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ 9 აპრილის მემორიალთან განაცხადა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტებში დაბარებული იქნებიან სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის და ყველა უწყების წარმომადგენლები და საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე.
ბაქრაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ემთხვევა სახალხო დამცველის ანგარიშის ძირითად მიმართულებებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ანგარიშში პროგრესზეცაა საუბარი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფელებების მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ირღვეოდა ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის პატიმრების, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.
პრობლემათა შორის, ასევე, დასახელებულია კანონის შერჩევითი გამოყენება, მედიაზე ზეწოლა, მთავრობაში მაღლი თანამდებობის პირების დონის კურუფცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტები.