ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია "სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის გავლით, „აფხაზ პარტნიორებს“ მიაწოდა.
"ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის“, - აცხადებს ბიზნესმენი.
"ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი „კანისტრებით” დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად“, - აცხადებს გიორგი არველაძე „რადიო თავისუფლებასთან“.
არველაძის თქმით, აქამდე ხდებოდა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქციის მიწოდება, ხოლო საწვავის მიწოდება პირველად მოხდა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „სოლიდუსი“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი არველაძეა, ხოლო დირექტორი შოთა კევლიშვილი. გარდა „სოლიდუსის“ გიორგი არველაძე წილებს ფლობს კიდევ რამდენიმე კომპანიაში...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: