ავტორი:

ჩაქვში, მატარებლის დაჯახების შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

ჩაქვში, მატარებლის დაჯახების შედეგად, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

დაბა ჩაქვში, მატარებლის დაჯახების შედეგად, 35 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა.

  • ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 257-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.