"ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ განსაკუთრებული მომენტისთვის მათი შემოსვა" - ჟურნალი Vogue კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწილის დეტალებზე წერს

"ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ განსაკუთრებული მომენტისთვის მათი შემოსვა" - ჟურნალი Vogue კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწილის დეტალებზე წერს

ჟურნალი Vogue კრიშტიანუ რონალდუსა და ჯორჯინა როდრიგესის ქორწილის ფოტოებს და წყვილის ინტერვიუს აქვეყნებს.

  • წყვილმა 11 აგვისტოს, მათი შეხვედრის დღიდან ზუსტად 10 წლის თავზე, პორტუგალიაში, ვიწრო წრეში იქორწინა. ქორწილს მხოლოდ კრიშტიანუსა და ჯორჯინას შვილები ესწრებოდნენ.

"გადავწყვიტეთ, ეს ჩვენი სახლის მისაღებ ოთახში გაგვეკეთებინა, სადაც საუზმეს, სადილსა და ვახშამს მივირთმევთ. სადაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მიედინება. მინდა, 30 წლის შემდეგ ბავშვებს გაახსენდეთ, რომ ამ მაგიდასთან რაღაც მშვენიერი მოხდა - მათი მშობლების საქორწინო აღთქმა დაიდო" - ამბობს ჯორჯინა.

გამოცემის ცნობით, წყვილს ქორწილში GUCCI-ს სამოსი ეცვა.

  • როგორც GUCCI-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ამბობს, ჯორჯინასა და კრიშტიანუს შემოსვა მისთვის ძალიან ემოციური იყო.

"ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ამ განსაკუთრებული მომენტისთვის ჯორჯინასა და კრიშტიანუს შემოსვა, რადგან ვიცი, რომ მათი სიყვარულის ისტორია მადრიდის GUCCI-ის მაღაზიაში დაიწყო. ამაში რაღაც ძალიან რომანტიკულია - ლამაზი წრე იკვრება, ეს თითქმის თანამედროვე ზღაპარს ჰგავს" - ამბობს Vogue-სთან ინტერვიუში ქართველი დიზაინერი.