ავტორი:

"გური, "მოვიდა დრო" - ეს რას ნიშნავს შვილო?" - გაუჩინარებული გურამ დადიანიძის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი და ახალი კითხვები იდუმალებით მოცულ საქმეში: დეტალები

"გური, "მოვიდა დრო" - ეს რას ნიშნავს შვილო?" - გაუჩინარებული გურამ დადიანიძის "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი და ახალი კითხვები იდუმალებით მოცულ საქმეში: დეტალები

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეში სულ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება.

  • ამჯერად, Facebook-ში, დადიანიძის პირად გვერდზე ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა.

Арцыд растаг - ვკითხულობთ პოსტში, რაც ქართულად ნიშნავს - "დრო მოვიდა".

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში დაკარგული ბიჭის ახლობლები წერენ, რომ გურამისთვის მათ მიერ მიწერილი მესიჯებიც წაკითხულია.

ჯერჯერობით შესაბამის საგამოძიებო უწყებებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ და უცნობია, ვინ დაწერა პოსტი.

აღნიშნულ პოსტს დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ასე ეხმიანება:

"გური, "მოვიდა დრო" - ეს რას ნიშნავს შვილო?".

  • ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელია, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო. იმ ადგილას და მიმდებარედ, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით საგამოძიებო მოქმედებები და ძებნის სამუშაოები თავიდან ჩატარდა, გამოიყენეს სპეციალური ტექნიკა, სკანერი, თუმცა დაკარგული ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს.

ნახეთ ასევე:

"მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით... ფაქტია, რომ ძალიან დიდ თამაშთან გვაქვს საქმე" - კობა ახალაძე გურამ დადიანიძის საქმეზე

"გურიკას გარდა ასი ადამიანი შეესწრო ამ ამბავს, მე სამსახურში ვიყავი" - რას ჰყვება გურამ დადიანიძის დედა თურქეთში მომხდარ შემთხვევაზე, გურამის ბავშვობაზე და მის მამაზე

"რას მირევენ გზა-კვალს და რა უნდათ ჩემგან" - რას ამბობს გურამ დადიანიძის დედა ანი გელაშვილის ინტერვიუზე